დღეს ევროკავშირის საბჭოს მუმდივი წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკითხის განხილვა ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში გაგრძელდება, სადაც 8 დეკმბერს კენჭისყრაა დაგეგმილი.შეჩერების მექანიზმის საკითხზე მოხსენებას ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა გააკეთებს. ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა ძალაში.