ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია. გადაწყვეტილება ვროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ერთობლივ მოლაპარაკებაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. ამ ინფორმაციას ევროპარლამენტის წევრი კატი პირი ავრცელებს. სწორედ შეჩერების მექანიზმი იყო ბოლო ბარიერი ვიზალიბერალიზაციამდე. ნიშნავს თუ არა ეს გადაწყ...
საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის ღონისძიებების გეგმას აქვეყნებენ. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა 1. კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ლიკვიდური აქტივები მოკლევადიანი დეპოზიტების გრძ...
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ბოსნიელი სერბების ყოფილი გენერლიის, რატკო მლადიჩისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს. მლადიჩს ბრალი 1995 წელს სოფელ სრებრენიცაში შვიდი ათასი მუსლიმი მამკაცისა და ბიჭის მკვლელობის ორგანიზებაში ედება. ბოსნიელთა გენერალი სარაევოს ბლოკადასაც მეთაურობდა. ქალაქი ალყაში სა...
წლის ადამიანად გამოცხადება დონალდ ტრამპისთვის დიდი პატივია. ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია NBC-ის განუცხადა. ტრამპმა კომენტარი თაიმის მიერ გამოქვეყნებულ ჩანართზეც გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ერთიანობას უქმნის საფრთხეს. „როდესაც საუბარია ერთ...
მოლდოვამ უკრაინიდან ღორის ხორცის იმპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი ჩარკასის ოლქში გავრცელებული ღორის ჭირის ეპიდემია გახდა. ნოემბერში კი ეპიდემია ოდესის ოლქში დაფიქსირდა. სანიტარულმა სამსახურმა ფერმებში კარანტინი გამოაცხადა და სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
იტალიის პრემიერ-მინისტრი დღეს პოსტიდან გადადგება. ამის შესახებ მატეო რენციმ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა. „მადლობა ყველას და გაუმარჯოს იტალიას!“-წერს საკუთარ გვერდზე მთავრობის მეთაური. რენცი გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ადგილობრივი დროით 19 საათზე გააკეთებს, მას შემდეგ, რაც იტალიის პარლამენ...
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში ღია, კონკ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ესწრებოდნენ. მხა...
პაკისტანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ლაინერის ბორტზე, რომელიც ჩიტრალა-სლამაბადის რეისს ასრულებდა, 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები დაკარგულ თვითმფრინავს უკვე რამდენიმე საათია, უშედეგოდ ეძებე...
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად დაეთმო საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგრურების მაგალითზე. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერცი...
საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს გაეროს რეზოლუციის დაბლოკვის გამო აკრიტიკებს. ფრანსუა ოლანდის განცხადება ელისეის სასახლემ გაავრცელა. „რუსეთის მხრიდან სისტემატიური წინააღმდეგობა ასადის რემს აძლიერებს, სირიის მოქალაქეები კი უფრო და უფრო დაუცველები ხდებიან,“-აცხადებს საფრანგეთის ლიდერი. აშშ-სა და...
15 დეკემბერს, ტექნოლოგიურ პარკში Business Georgia-ს ორგანიზებითა და Business Contact-ის მხარდაჭერით გაიმართება ბიზნეს ფორუმი „დამზადებულია საქართველოში“. შერჩეული თემატიკა ზუსტად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ადგილობრივი მწარმოებლების საქმიანობას ახლავს და ფართო კონტექსტში თანაბრად მნიშვნელოვანია სხვა...
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები ძველ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალეპოს ცენტრს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აჯანყებულები აკონტროლებდნენ.
რუსმა სამართალდამცველებმა ექსტრემისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 25 პირი დააკავეს. მასშტაბური ოპერაცია მოსკოვსა და დედაქალაქის გარეუბანში ჩატარდა. დაკავებულები ერთი და იმავე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან. მათი უმეტესობა რუსეთში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩავიდა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ...
ნავთობი ისევ უფასურდება. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავის ღირებულება 53,6 დოლარამდე დაეცა, დაბლ იუ თი აის მარკის საწვავის ფასი კი ბარელზე 50,54 დოლარით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსები შავი ოქროს გაუფასურებას ოპეკის გადაწყვეტილების რეალიზების გაჭიანურებას უკავშირებენ. ორი კვირის წინ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ნავთობმო...