საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს გაეროს რეზოლუციის დაბლოკვის გამო აკრიტიკებს. ფრანსუა ოლანდის განცხადება ელისეის სასახლემ გაავრცელა. „რუსეთის მხრიდან სისტემატიური წინააღმდეგობა ასადის რემს აძლიერებს, სირიის მოქალაქეები კი უფრო და უფრო დაუცველები ხდებიან,“-აცხადებს საფრანგეთის ლიდერი. აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ალეპოში ერთკვირიანი ზავის გამოცხადებას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთმა და ჩინეთმა ინიციატივა დაბლოკეს.