უკრაინის დელეგაცია გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ელჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციების დროს უკრაინის დელეგაციამ დაგმო რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარების უკანონო განთავსების ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს. ასევე ითქვა, რომ რუსული მხარე უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენაც მოუწოდა.