ლიტვა რუსეთის საზღვარზე დამცავ კედელს ააშენებს. შესაბამისი ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ვილნიუსი კალინინგრადთან გამყოფ ზოლს თვალთვალის თანამედროვე სისტემით აღჭურვავს, რაც ლიტვის ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში არალეგალებისა და კონტრაბანდის შედინებას აღკვეთს. კედლის მშენებლობა ლიტვას 3,6 მილიონი ...
დონალდ ტრამპი ევროკავშირის დაშლას უჭერს მხარს. ამის შესახებ ბრიუსელში ამერიკის ელჩმა ენტონი გარდნერმა განაცხადა. გარდნერის ამ მოსაზრებას ტრამპის მიერ ბრექსიტის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც ამყარებს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მოსახლეობამ მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ტრამპმა განაცხადა, რომ ბრი...
რუსეთი ყირიმში დამატებით С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გაგზავნის. ამის შესახებ მეუთხე არმიის მეთაურმა ვიქტორ სევასტიანოვმა განაცხადა. მანამდე უკრაინამ ყირიმის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები წამოიწყო. ხერსონის ოლქში მიმდინარე სწავლებებზე თანამედროვე ტიპის საზენიტო რაკეტები გამოცადეს.
ავსტრალიელმა მეზღვაურებმა იაპონელი სერფერი გადაარჩინეს. 37 წლის სერფერი დინებამ გაიტაცა. ზღვაში მან 16 საათზე მეტი დაფაზე ჩამოკიდებულმა გაატარა. კონტეინერმზიდი გემის ეკიპაჟმა ის სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით იპოვა და წყლიდან მაშველი რგოლით ამოიყვანა.
თურქეთის ჟანდარმერიის ცნობით, ქურთისტანის შრომის პარტიის მებრძოლებთან შეტაკებისას 2 თურქი პოლიციელი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. მასშტაბური რეიდები ტატვანის რაიონში მოეწყო. ქშპ-სთან შეიარაღებული კონფლიქტი თურქეთში 2015 წლის ივლისში განახლდა. შეტაკებებს დღემდე 800 თურქი სამხედრო და პოლიციელი შეეწირა, ქურთების მხ...
იტალიის პრემიერ-მინისტრმა საავადმყოფო უკვე დატოვა. პაოლო ჯენტილონიმ სასუნთქი გზების ოპერაცია გადაიტანა. ანგიოპლასტიკა მას გემელის კლინიკაში ჩაუტარეს. ამჟამად პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ერაყის ქალაქ მოსული კოალიციამ კიდევ ერთხელ დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. კოალიციის სამიზნეს სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურის, ჰაბრი აბდელ კვადერის ლიკვიდაცია წარმოადგენდა, თუმცა ავიადარტყმებს მსხვერპლი მშვიდობიან მცხოვრებლებშიც მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს....
რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თავისუფალ, განვითარებულ და მოწინავე ქვეყანაში ცხოვრობს. სოციოლოგიური გამოკითხვა ფონდმა „საზოგადოებრივი აზრი“ ჩაატარა. გამოკითხულთა 70 პროცენტი რუსეთს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად თვლის, 58 პროცენტს ჰგონია, რომ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობს, 68 პროცენტი კი თვლის, რომ...
დღეს, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან. 2.20 მეტრი სიმაღლის მონუმენტის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. მის შესაქმნელად თბილ...
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების პრობლემა შეექმნათ. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკის სენატორ გრეგორი მიქსის წარმომადგენელმა კიმ ფულერმა აცნობა. მისი თქმით, რესპუბლიკელებს მოსაწვევები ავტომატურად ურიგდებათ, დემოკრატებს კი მოსაწვევების მისაღებად განაცხადის გაკეთება უწევთ,...
ჯონ დეპი და ემბერ ჰერდი ოფიციალურად დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა People იტყობინება. განქორწინების შემდეგ ჰერდი დეპისგან 7 მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, დეპის ყოფილ მეუღლეს წილად 2 ძაღლი, ცხენი, Range Rover 2015 და Ford Mustang 1968 ხვდა. 53 წლის დეპმა და 30 წლის ჰერდმა 2015 წლის თებერვალში იქორწინეს, თუმცა ...
კვიპროსიდან თურქული ჯარების გამოყვანის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. კვიპროსის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები ჟენევაში ორშაბათს გაეროს ეგიდით დაიწყო. როგორც კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლას ანარტასიადისი აცხადებს, ნებისმიერი სა...
კიმ კარდაშიანის გაძარცვაში ეჭვმიტანილ 6 პირს ბრალდება უკვე წაუყენეს. ამის შესახებ პარიზის პროკურატურა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულთაგან ერთი ქალია. სულ პარიზის პოლიციამ კარდაშიანის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. ცნობილი ტელეწამყვანი საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტისას სასტუმროში გ...
უკრაინამ ხერსონის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი წვრთნები ჩაატარა. სწავლებაში მონაწილეობას ომის ვეტერანებიც იღებდნენ. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს ყირიმის სიახლოვეს ჩატარებული მეორე მასშტაბური სამხედრ წვრთნაა. პირველად შავ ზღვაში საზენიტო რაკეტები უკრაინამ დეკემბერში გამოცადა.
უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ბარაქ ობამამ რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების გახანგრძლივება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთის როლს უკავშირდება. რუსეთთან ერთად სანქციები გაუგრძელდა ირანს,...