კიმ კარდაშიანის გაძარცვაში ეჭვმიტანილ 6 პირს ბრალდება უკვე წაუყენეს. ამის შესახებ პარიზის პროკურატურა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულთაგან ერთი ქალია. სულ პარიზის პოლიციამ კარდაშიანის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. ცნობილი ტელეწამყვანი საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტისას სასტუმროში გაძარცვეს. მძარცველებმა 9,5 მილიონის ღირებულების სამკაულები გაიტაცეს.