9 აგვისტოს ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე დრონებით იერიში განხორციელდა, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
მონიტორინგის არხების ინფორმაციით, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე დრონმა ბელგოროდის ცენტრს შეუტია. ადგილზე ხანძრის რამდენიმე კერა დაფიქსირდა.
თვითმხილველების ცნობით, ქალაქის თავზე ათობით დრონი დაფრინავდა. გარდა ამისა, ბელგოროდში დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლესი.
თვითმხილველები მასირებული იერიშის კადრებს ავრცელებენ.