ჯონ დეპი და ემბერ ჰერდი ოფიციალურად დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა People იტყობინება. განქორწინების შემდეგ ჰერდი დეპისგან 7 მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, დეპის ყოფილ მეუღლეს წილად 2 ძაღლი, ცხენი, Range Rover 2015 და Ford Mustang 1968 ხვდა. 53 წლის დეპმა და 30 წლის ჰერდმა 2015 წლის თებერვალში იქორწინეს, თუმცა გასული წლის მაისში განქორწინებაზე შეიტანეს განცხადება. ჰერდმა ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.