დონალდ ტრამპი ევროკავშირის დაშლას უჭერს მხარს. ამის შესახებ ბრიუსელში ამერიკის ელჩმა ენტონი გარდნერმა განაცხადა. გარდნერის ამ მოსაზრებას ტრამპის მიერ ბრექსიტის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც ამყარებს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მოსახლეობამ მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ტრამპმა განაცხადა, რომ ბრიტანელებმა საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს.