დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების პრობლემა შეექმნათ. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკის სენატორ გრეგორი მიქსის წარმომადგენელმა კიმ ფულერმა აცნობა. მისი თქმით, რესპუბლიკელებს მოსაწვევები ავტომატურად ურიგდებათ, დემოკრატებს კი მოსაწვევების მისაღებად განაცხადის გაკეთება უწევთ, რაც იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ინაუგურაციაზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებენ. „გარდა იმისა, რომ ეს დიდი უსამართლობაა, მსგავსი ქმედებები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებულ უფსკრულს კიდევ უფრო ზრდის,“-აცხადებს ფულერი.