შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ო.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსა...
კიევში განვითარებულ მოვლენებს ვაშინგტონიც ეხმაურება. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერტმა გააკეთა. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს კიევში მიმდინარე პროცესებს და უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტზე ვიმყოფებით. უკრაინის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს,თუმცა ეს იმას...
ცნობილმა რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა უკრაინის პრეზიდენტი უკვე მესამედ გაათამაშეს. ამის შესახებ მათ სააგენტო „რია ნოვოსტის“ აცნობეს. როგორც პრანკერები აცხადებენ, ისინი პოროშენკოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით დაუკავშირდნენ. უკრაინის პრეზიდენტი კი კონტაქტზე მაშინვე წამოვიდა და ეჭვიც არ შეჰპარ...
ძლიერი ხანძარი კალიფორნიაში. 2 დღის წინ ტყის მასივში გაჩენილმა ცეცხლმა ასობით ჰექტარი ფართობი გაანაცდურა. ხანძარი დასახლებული რაიონებისკენ მიიწევს. დამწვარია 150-მდე შენობა-ნაგებოდა. დაშავებულია 3 მეხანძრე. სტიქიური უბედურების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ოლქში საგ...
მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ პრეს-მდივანმა მარიანა პოჩტარმა „უკრაინსკაია პრავდას“ აცნობა. „არანაირი პროცესუალური დოკუმენტი სააკაშვილს არ მიუღია და არც ხელი მოუწერია რამეზე. ამ საკითხზე ის კომენტარს დღეს უმაღ...
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მზადდებოდა. ამის შესახებ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა ენდრიუ პარკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ტერეზა მეიზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით ლონდონსა და ბირნინგემში სპეცოპერაციები ჩატარდა. დაკავებულია 2 პირი, 20 წლის ნაიმურუ ზაკარია და 21 წლის მუჰამედ აკიბ იმრანი. ...
2019 წლიდან ავსტრიაში ერთნაირსქესიანებს ქორწინების უფლება მიეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორმა ქალბატონმა სასამართლოს აპელაციით მიმართა. მათ ქორწინებაზე განაცხადი ჰქონდათ შეტანილი, თუმცა ვენის მუნიციპალური საბჭოსა და ადმინისტრაციული სა...
იმ შემთხვევაში, თუ აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადებს და საკუთარ საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს, თურქეთმა შესაძლოა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა წითელ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს. იერუსალიმის სტატუსის შე...
ცნობილი ფრანგი როკ-მომღერალი და კომპოზიტორი ჯონ ჰოლიდეი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ონკოლოგიური დაავადება გახდა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მუსიკოსმა ათასზე მეტი კომპოზიცია შექმნა და 100 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა. ჰოლიდეი რამდენიმე ცნობილ კინოსურათშიც არის გადაღებული....
აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯონ კონიერსი გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი აპარატის ყოფილმა წევრმა რამდენიმე ქალმა ის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ნოემბრის ბოლოს კონიერსმა პალატის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა, დღეს კი კონგრესიდან წასვლი...
მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა გერმანიაში. ქალაქ მერბუშში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, 50-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სამაშველო ოპერაცია შემთხვევის ადგილზე უკვე დასრულდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ...
ესპანელმა სამართალდამცველებმა ბოლო 18 წლის განმავლობაში კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო ზოიდომ განაცხადა. მისივე თქმით, ალხესიარესში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 6 ტონა ნარკოტიკია ამოღებული. კოკაინი ბანანის ყუთებში იყო დამალულ...
რუსულმა ავიაციამ დეირ-ეზ-ზორი კიდევ ერთხელ დაბომბა. ტუ-22 ავიაგამანადგურებლებმა საჰაერო დარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების პოზიციებზე მიიტანეს. შედეგად, ელ-საიალის რაიონში ისლამისტთა იარაღის საწყობები და რამდენიმე ბაზა განადგურდა.
რუმინეთის ყოფილი მეფე მიხაი I შვეიცარიაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუმინეთის სამეფო ოჯახი იტყობინება. ყოფილ მონარქს კურტია-დე-არჯეშის საგვარეულო სასფლაოზე დაკრძალავენ. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რუმინეთში ეროვნული გლოვა გამოაცხადა. მიხაი I ტახტიდან 1947 წელს გადადგა, მას შემდეგ, რაც რუმინეთში ...
მოსკოვში რუსეთის შსს-ს მთავარი ექსპერტ-კრიმინალისტი პიოტრ გრიშინი და მისი მოადგილე დააკავეს. მათ ბრალად საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედებათ. საუბარია 80 მილიონ რუბლზე, რომელიც გრიშინმა მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.