რუსული „ლოუ-კოსტერი“ Pobeda Airlines-ი დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელებას გეგმავს. როგორც რუსული მედია წერს, ავიაკომპანია Pobeda Platov International Airport-ის აეროპორტიდან ფრენების განხორციელებას 26 მაისიდან შეუდგება. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით Pobeda Airlines-მა პლატოვიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელების თაობაზე „როსავიაციას“ უკვე მიმართა და ამ დროისათვის შესაბამის ნებართვას ელოდება.
თუ რა დღეებში შესრულება რეისები ცნობილი არ არის, თუმცა ავიაკომპანიის მიერ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, ფრენები დონის როსტოვიდან ადგილობრივი დროით 11:35 საათზე განხორციელდება და ბათუმის აეროპორტიდან კი 15:05 საათზე (ადგილობრივი დროით).
ბილეთების რეალიზაციას ავიაკომპანია მას შემდეგ დაიწყებს, რაც „როსავიაციისგან“ შესაბამის ნებართვას მიიღებს.