დღეს 12:00 საათზე, პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. შეხვედრაზე განხილული იქნება გასული წლის ფინანსური მაჩვენებლები, ბანკის სტრატეგია და სამომავლო გეგმები 2018 წლისთვის.
კლიენტთა მომსახურების ახალი მოდელის Direct Banking-ის პრეზენტაცია და განხილვა.
პროკრედიტ ბანკი საქართველო ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან არის წარმოდგენილი. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ.პროკრედიტ ბანკი საქართველო არის საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრი, რომლის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი. პროკრედიტ ჯგუფი ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპასა და გერმანიაში. 2016 წლის ბოლოდან პროკრედიტ ჰოლდინგი წარმოდგენილია ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში.