კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებთან შეხლა-შემოხლაში 14 სამართალდამცველი დაშავდა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
ცნობისთვის, გუშინ სამართალდამცველებსა და სააკაშვილის პარტიის, „ახალი ძალების“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული „კარვების ქალაქის“ მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.