„თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით თაღლითობის მცდელობაში ბრალდებულები ვ.ბ. და გ.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“...
მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. აფეთქების ხმა ცოტა ხნის წინ ქაბულის ცენტრალურ რაიონში გაისმა. წინასწარი ვერსიით, ბაზრის ტერიტორიაზე თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
რუსთავში, მე-18 სკოლაში, მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა, რის გამოც, სკოლის მანდატურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, გონივრული ეჭვის შემთხვევაში, სკოლის მანდატური მოსწავლეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით სხვა დროსაც ...
იერუსალიმსა და ბეთლემში მასობრივი არეულობები გრძელდება.იერუსალიმში დამასკოს ჭიშკართან პოლიციამ პალესტინელთა მანიფესტაცია დაშალა. შეტაკებები დაიწყო ბეთლემში, სადაც პალესტინელენმა ებრაელ სამხედროებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, სპეცრაზმელებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მღ...
ფეხბურთის მსაჯის, 33 წლის ილია ტუღუში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვრცელ განცხადებას ავრცელებს „ლანჩხუთის გურიას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძე. ის განცხადებაში ტუღუშთან მეგობრულ ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფო...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინასაახალწლო დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება. როგორც მან დედაქალაქის საახალწლო პროგრამის წარდგენისას, ბრიფინგზე განაცხადა. კონკრეტული ლოკაციების შესახებ განცხადებას მერია ხვალ გააკეთებს. “რაც შეეხება საახალწლო დღეებში გარევაჭრობას, ჩვენ ხვალ გავაკეთებებთ განცხად...
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავეჯის მაღაზია “ბელისსაში” მსუბუქი ავტომობილი შევარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ...
ბარაქ ობამა ამერიკაში გაზრდილი ნაციონალიზმის საფრთხეზე საუბრობს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოცემა „კრეინს ჩიკაგო ბიზნესი“ აქვეყნებს. „ვითარება ძალიან ჰგავს გერმანიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში არსებულ სიტუაციას. მაშინ ვეიმარის რესპუბლიკაში დემოკრატიაც იყო და მრავალსაუკუნოვანი...
„ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული იმ მატჩთან. მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას“, - ასე ეხმაურება ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალებას ფეხბურთის ფედერა...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, შვედეთის სამეფოში იმყოფება, ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ სტოკჰოლმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ევა-ლუიზ ერლანდსონ სლორაჰთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს მიერ ევროპულ დ...
უამინდობის გამო, 9 დეკემბერს კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს კვირას, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე ოფიციალურად გახსნის....
ვატიკანში საშობაო სეზონი გაიხსნა. წმინდა პეტრეს მოედანზე საზეიმო დეკორაციები და ნაძვის ხე გაანათეს. გიგანტური ხე ვატიკანში წელს პოლონეთიდან ჩაიტანეს. 28 მეტრიანი ნაძვი ვატიკანს ქალაქ ელკის არქიეპისკოპოსებმა აჩუქეს. კიდევ ერთი საჩუქარი კათოლიკურ ეკლესის მონტე-ვერგინის საბატომ გ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს. მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგე...
ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი პროგრესი მიღწეულია, რითაც მოლაპარაკების პირველი ფაზა დასრულდა. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ამავე ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ 15 დეკემბერს მოლაპარაკებებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა დაადასტუროს, ...
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჩეჩნეტის ლიდერიც გამოეხმაურა. რამზან კადიროვის შეფასებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ისრაელს ომში დააბრუნებს. „ეს არის სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება, რომლითაც ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნებს ზურგში დანა ჩასცა,"-აცხადებს კადირ...