დაბა აგარაში, კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა ქარხნის ამუშავება, რომელიც მეხუთე თვეა გაჩერებულია.
აქციის მონაწილეები სახელმწიფო ჩართულობას და პრემიერთან შეხვედრასაც მოითხოვენ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ქარხნის მფლობელები ირწმუნებიან, რომ ბიზნესი არარენტაბელურია, რადგან მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს.
"მთელი დასახლება, რომელიც ფინანსურად სწორედ ამ ერთადერთი ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა", - აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.
