უკრაინიდან ქართველი "კანონიერი ქურდი" პოლიკარპე ჯინჭარაძე ("პოლიკი") გააძევეს.
ის ქვეყნის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა ჟიტომირის ოლქში დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ეროვნული პოლიციის უფროსის პირველ მოადგილეზე, ვიაჩესლავ აბროსკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აბროსკინი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ჯანელიძემ უკრაინის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„დაუპატიჟებლად მივედით "ქურდულ წვეულებაზე“, იქ ქართველი "კანონიერი ქურდი "პოლიკარპე ჯანელიძე - „პოლიკი“ ვიპოვეთ. პოლიკარპე ჯანელიძემ თავად გადაწყვიტა უკრაინის დატოვება“, - წერს პოლიციის უფროსის პირველ მოადგილე.



