ახლა არ არის პიარის და ქულების დაწერის დრო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის მიერ პირბადეების დარიგებასთან დაკავშირებით, განაცხადა.
„ხომ შეიძლებოდა ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.