ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ამ დარტყმას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც ჩვენი სამართლიანი რეაგირება საკუთარი ქმედებებით გააძლიერონ, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს
ზელენსკი ხარკოვის ოლქზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.
"დღეს დილით რუსებმა ხარკოვის ოლქის პეჩენიჰში ხალხმრავალ გზაჯვარედინზე სასტიკი იერიში მიიტანეს - ადგილზე ფოსტა და მაღაზიებია განთავსებული, მათ გარშემო კი მხოლოდ საცხოვრებელი სახლებია.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 10 ადამიანი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ბევრი ადამიანი დაშავდა და მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მაშველებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს, ადგილზე კი საგანგებო და შესაბამისი სამსახურები კვლავ მუშაობენ. ტრაგედიის ყველა გარემოება დგინდება.
ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ამ დარტყმას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც ჩვენი სამართლიანი რეაგირება საკუთარი ქმედებებით გააძლიერონ, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას", - წერს ზელენსკი.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი, ასევე კაფე, ფოსტა, მაღაზია და, სულ მცირე, შვიდი მანქანა.