პარიზის პროკურატურამ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კერძოდ, პროკურატურამ რუსეთის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების შესაძლო წარმოების საქმეზე გამოძიება დაიწყო
ამის შესახებ BFMTV იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზაფხულს დესტაბილიზაციის ოპერაციების სერია, რომელსაც პრორუსულ ქსელებს უკავშირებენ, პრეზიდენტობის სამ ოფიციალურად გამოცხადებულ ან სავარაუდო კანდიდატს შეეხო. ედუარ ფილიპის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა, რაფაელ გლუქსმანის წინააღმდეგ, მის პარტნიორ ლეა სალამეს, ხოლო გაბრიელ ატალს, მათ შორის, პარკინსონის დაავადებით შესაძლო დაავადებულ ადამიანად წარმოაჩენდნენ.
უსაფრთხოების სფეროს წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაციები პირველი შემთხვევა იყო ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც კამპანიის დაწყების შემდეგ მათი სამიზნე უშუალოდ პრეზიდენტობის კანდიდატები გახდნენ.
„ძირითადი თავისუფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე AC2-ის განყოფილებამ სამი ზემოხსენებული პირის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატივა თავად გამოიჩინა, მანამდე, ვიდრე პროკურატურაში მათგან საჩივრები შევიდოდა“, - განაცხადეს პროკურატურაში.