ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის ემუქრება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის გუშინდელი წერილი სასპეკულაციოდ იქნა გამოყენებული.
"ეს არის რაღაცა ერთგვარი სასპეკულაციო თემა. ამიტომ, რამდენი ადამიანიც არის, რამდენი ინტერესიც არის, რამდენი გემოვნებით პოლიტიკური თუ სხვა სარგებლის მიმღები შეიძლება არსებობდეს, იმდენი ვერსია და იმდენი საჭორაო მასალა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, მე არ ვაპირებ ამ ჭორაობას, თუ ამ ვესიების, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, იმის აქ ტირაჟირებას. მის ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის არ ემუქრება. თუ მას აქვს პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მას ჰკითხეთ, მე ნუ მეკითხებით. არ მაქვს არანაირი სურვილი, პატიმრობაში მყოფი ადამიანი რას ლაპარაკობს მის პოლიტიკაში წასვლა-არწასვლაზე ამაზე მე სპეკულაციური ლაპარაკი დავიწყო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.