თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის მერიამ ქალაქში 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად, ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა 5 კომპანიამ მიიღო. ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასი XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-მ დააფიქსირა.
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სატენდერო კომისიამ განიხილა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია. განხილვისას კომისიამ მთელი რიგი უზუსტობები აღმოაჩინა. შესაბამისად, პრეტენდენტს მოთხოვნების დასაზუსტებლად კომისიამ მაქსიმალური ვადა 3 სამუშაო დღე განუსაზღვრა. ამ ვადაში XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-მ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, რომლის განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ ტენდერში წარმოდგენილმა ავტობუსის მოდელმა ვერ დააკმყოფილა ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები და მოხდა აღნიშნული კომპანიის დისკვალიფიკაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა შემოთავაზებულ ავტობუსზე, ხარისხის დამადასტურებელი ევროპის პარლამენტის 2007/46/EC სერთიფიკატი (EC type-approval certificate).
კომისიამ, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩინურ კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co. LTD-ს დოკუმენტაცია შეისწავლა, რომლის მიერ ტენდერში წარმოდგენილი ფასი სიმცირით მეორეა და 31 660 626 ლარს შეადგენს, რაც თავის მხრივ 25 ლარით მეტია წინა კომპანიის ფასზე. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ამ კომპანიის მიერ, დასაზუსტებელია საკვალიფიკაციო მოთხოვნებში აღმოჩენილი გარკვეული უზუსტობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტს მოთხოვნების დასაზუსტებლად, კომისიამ განუსაზღვრა მაქსიმალური ვადა 3 სამუშაო დღე.
შესაბამის ვადებში კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co. LTD მიერ, სატენდერო წინადადების დაზუსტების შემდეგ, კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ავტობუსის მოდელი თბილისის მერიის მოთხოვნებს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნოს ვებ-გვერდზე: www.spa.ge-ზე.
ოქმი: https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=app&file=621644&code=1386355378
წერილი დისკვალიფიკაციაზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=app&file=621645&code=1386355396
წერილი დაზუსტებაზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=app&file=621647&code=1386355416