დღეს, 17 ნოემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
კრწანისის რაიონი
14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის, ფონიჭალის III მიკრორაიონის, სოფელ ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, სადგურის ქუჩის და სადგურის ჩიხის, მარნეულის ქუჩის, წმინდა ბარბარეს ქუჩის და წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, სვანების დასახლების, სოფელ თელეთის და სოფელ ჭალას მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.