„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნების წინ მედია გარემოს შესახებ პრესკონფერენციას 13:00 საათზე, გამართავენ.
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეაფასებენ წინასაარჩევნო მედია გარემოს. როგორ შეიცვალა მედია გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? რომელი ტელეარხები არჩია ამომრჩეველმა წინასაარჩევნოდ ახალი ამბების გასაგებად? რა ტიპის ინფორმაციას იღებდა საარჩევნოდ მაყურებელი? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, ორგანიზაცია შეფასებებთან ერთად ახალი ამბებისა და პოლიტიკური შოუების სატელევიზიო რეიტინგებს წარმოადგენს.