ექსპერტ კახი კახიშვილის განცხადებით, საგარეო უწყებამ რუსეთთან ურთიერთობებისთვის დარეგულირების კუთხით გენერალური გეგმა უნდა დაისახოს, სადაც რუსეთის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში პრევენცია იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება კახიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მე მიმაჩნია რომ საგარეო უწყებას თავის დროზე უნდა შეემუშავებინა და მთავრობის წევრებისთვის განსახილველად და დასადასტურებლად გენერალური გეგმა. სადაც იქნებოდა გათვლილი ყველა დეტალი. მათ შორის მოსალოდნელი პროვოკაციული მოქმედებები რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა. მიუხედავად იმისა რომ არ ვარ საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი ვფიქრობ რომ ამ საკითხებზე პრევენციული საქმიანობა უნდა ჩატარებულიყო", - აცხადებს კახიშვილი.