ევროსაბჭო რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მავთულხლართების მონტაჟის შეერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ იანსენმა და ბორის სილევიჩმა გააკეთეს.
ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რამდენიმე ადგილას მესერი გავლებულია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითაც გადმოიწის საოკუპაციო ზოლმა.
„ღობეების გარღვევა არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ის ზიანის მომტანია სასაზღვრო ზონაში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობებისთვის.
მოვუწოდებთ რუსეთს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შეაჩერონ ასეთი ტიპის საზღვრების გავლება", _ ნათქვამია თანამომხსენებელთა განცხადებაში.