გაეროს გენერალური ასაბლეის 68-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლუმბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მარია ანჯხელა ჰოგუინ კუელიარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოეწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც მინისტრების განცხადებით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივას, მათ შორის, სუამის ორგანიზაციის ფარგლებში.
"კოლუმბია გახლავთ "Pacific Alliance"-ის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო ხელმძღვანელობს სუამს, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ ორ ორგანიზაციას შორის ინტენსიური ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივაზე. მათი დაინტერესება დიდია"-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.