„როგორც კი პრემიერ-მინისტრი ჩაჯდა ამ თვითმფრინავში, რომლითაც მე ვსარგებლობდი ვიზიტებისას, ოფიციალური ბორტის სახელწოდებიდან წარწერა „სოხუმი" გაქრა. ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მგონია, რომ ეს იყოს შემთხვევითობა, მაშინ, როდესაც ყველაფრის წაშლას ცდილობენ. ასეთ ქმედებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა...ვფიქრობ, ეს ქმედება დასაფიქრებელია.
რომ სახელმწიფო სიმბოლოებს აქვს დიდი დატვირთვა, მუხედავად იმისა, ვინ რას უნდა ფიქრობდეს წინამორბედზე, ან სხვა მთავრობებზე"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.