საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას დაუჭირეს მხარი. საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა მხარს ყოველთვის დაუჭერს მსგავს კანონპროექტებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ, ცალსახად ხაზგასმული იქნება.
,,დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის როლის ფუნქციის და უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს მთავრობასთან მიმართებაში.აქვე დავაფიქსირებ რომ, მომავალშიც ყველა იმ ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციაში შევა პარლამენტის უფლება მოსილების გაზრდის მიზნით, თუ ეს ვენეციის კომისიის მიერ ცალსახად იქნება შეფასებული როგორც პარლამენტის უფლებამოსილების ზრდა, უმცირესობა მხარს დაუჭერს, ასეთ კანონპროექტებს. ჩვენი მიზანი არის ძლიერი პარლამენტი, რომელსაც საშუალება ექნება აკონტროლოს მთავრობა",-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები