22 სექტემბერს, 15:00 საათზე სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში" კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშის ,,საქართველო გარდამავალ ეტაპზე" პრეზენტაცია გაიმართება.
ანგარიში შეეხება ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ წინაპირობებს, გადადგმულ ნაბიჯებსა და გამოწვევებს.
ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სახალხო დამცველის მხარდაჭერა" ფარგლებში და წარედგინა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონსა და ევროკომისარს შტეფან ფულეს.
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაესწრონ პრეზენტაციასა და პრესკონფერენციას.