საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე,, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის რუსეთში ვიზიტს, სამარცხვინოს და შემაშფოთებელს უწოდებს. თარგამაძის თქმით კბილაშვილი 6 დღის განმავლობაში მტერი სახელმწიფოს დედაქალაქშია და ამაზე საზოგადოებამ არაფერი იცის. თარგამაძის მტკიცებით, კბილაშვილმა კრემლისგან გარკვეული სახის ინსტრუქციები მიიღო, რომელსაც ალბათ მთავრობის მთელს შემადგენლობას მალე გააცნობს.
,,მე მინდა გამოვეხმაურო მოულოდნელ, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავს, რომელიც გამოიხატა იმაში რომ ადამიანი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას ეგონა ხან გადამდგარი ხან შვებულებაში მყოფი, მთავარ პროკურორზე ვლაპარაკობ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რუსეთის დედაქალაქში. თან საკმაოდ დიდი ხნით 6 დღით. რომარა ჟურნალსიტების ინტერესი ამ ფაქტის მოწოდებას საზოგადოებისთვის საერთოდ არ აპირებდნენ.ხოლო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა იკითხეს, პროკრატურის პრესცენტრმა თქვა რომ რაღაც გაურკვეველი პროკუროთა კონფერენცია ტარდებოდა მოსკოვში. იქ 6 დღის მანძილზე იმყოფებოდა კბილაშვილი. გასაგებია რომ იქ თავს გრძნობს როგორც საკუთარ სახლში, იმიტომ რომ იქ ბინაც გააჩნია, როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული, მაგრამ თავისთავად ეს საკმაოდ საგანგაშო მოვლენაა. იმიტომ, რომ 6 დღის მანძილზე მან მიიღო ინსტრუქციები თავისთვისაც რა თქმა უნდა და ალბათ იმ საქმეების წარმოებისთის, რომელიც კრემლს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს. მე ეჭვი მაქვს მან ჩამოუტანა ინსტრუქციები მთელს მთავრობას მოსკოვიდან და სურვილები. მე ვფიქრობ რომ ეს არის გაუგონარი ამბავი როდესაც ამხელა ხნით ადამიანი მტერი სახელმწიფოს დედაქალაქში იმყოფება და ამ სტუმრობაზე არც კი იფიქრა რაიმე განმარტების გაკეთება ჟურნალისტების შეკითხვამდე",-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ.