საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მმართველი კოალციის ერთ-ერთი წევრის დავით ლორთქიფანიძის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.
"დღეს მე აქ მოვედი სერიოზულ თემებზე სასაუბროდ. ყველას აქვს თავისი აზრი, ყველას აქვს თავისუფლება თავისი აზრი გამოთქვას. მე ამ წუთში სერიოსულ თემებზე სასაუბროდ ვარ აქ,"- განაცხადა დავით საგანელიძემ სპორტის სასახლეში მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში გამართული ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, საპარლემენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, უმრავლესობის რამდენიმე წევრზე უმრავლეოსობისვე შიგნით შავი პიარია აგორებული. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს "ის და მისი მეგობრები როგორც ჩანს ვიც-ვიღაცეებს უმრავლესობის შიგნით „დისკომფორტს უქმნიან". დეპუტატი ასევე უკმაყოფილოა იმით რომ "უმრავლესობის წევრები საარჩევნოდ წინა პლანზე არ არიან წამოწეულები და იგი მმართველი კოალიციის საპარლამენტო ლიდერ დავით საგანელიძესთან საუბარსაც იხსენებს.
„სარჩევნო შტაბიდან ჩვენ თითქმის გამოგვრიყეს. ამ შემთხვევაში დეპუტატების როლი წინა პლანზე არ არის წამოწეული. როცა ამომრჩევლები ხედავენ, რომ დეპუტატები არ აქტიურობენ, არ ჩანან, ამომრჩევლის თვალშიც მათი ნდობა იკარგება, ეს ბუნებრივი პროცესია. მაგალითად ერთ-ერთ სხდომაზე დათო საგანელიძემ პირდაპირ მითხრა-შენ ჰიპერაქტიული რატომ ხარო? ნამდვილად არ მეგონა რომ ჰიპერაქტიულობა დასაძრახი იყო. აქტიური ვარ, იმიტომ რომ, ურთიერთობა მაქვს სამინისტროსთან, თვითმმართველობასთან და სოფლებთან, სულ მისვლა-მოსვლაში ვარ. ამათ ჩემი აქტიურობა კი არ აინტერესებთ, აქ სხვა რამეშია საქმე. ესენი ცდილობენ პარლამენტსგარეთ რაღაც ახალი პოლიტიკური ელიტა ჩამოაყალიბონ , რაც საკუთარ თავზე ექნებათ მორგებული"- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.