„საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის მჭიდრო დიალოგში იქნება სამოქალაქო სამოქალაქო საზოგადოებასთან, იქნება მისი დაცვის გარანტი", _ განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა დაცვის უპირობო გარანტია. ადამიანის უფლებები უნივერსალური და საყოველთაოა. დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია ყოველი ადამიანის უფლებები უპირობოდ იქნეს დაცული.
განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი უმცირესობათა უფლებებს. თანამედროვე დემოკრატია ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას და ამავე დროს უმცირესობის უფლებათა დაცვას", _ განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა დაცვა პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობის მთავარი თემა იქნება".