„გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება იცოდეთ რომ ჩემთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშნავს", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩემს სათქმელს ყოველთვის ღიად და გახსნილად ვამბობ. ყოველთვის გულწრფელი ვარ და კულუარული გადაწყვეტილებები არ მჩვევია. სიცრუე არასდროს დამჭირვებია და არასდროს მიკადრებია. ეს ჩემი ხალხისთვის არასოდეს გამიბედავს და არც გამიბედავს და არც ვიკადრებ არასდროს.
და რადგანაც ჩვენი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დავასახელე ის მიმაჩნია სწორედ ერთადერთ კანდიდატად რომელიც უნდა იყოს და ჩემი ღრმა რწმენით გახდება კიდეც საქართველოს პრეზიდენტი", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ „არაფერი გამოუვათ მათ ვისაც ჭორებითა და მითქმა-მოთქმით შეცდომაში უნდათ ხალხის შეყვანა და არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებენ მათ.
„ვურჩევ ყველას, თავი დაანებონ ასეთი მეთოდებით ბრძოლას და პატიოსან ბრძოლაში გაეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს.
გიორგი არის ღირსებული პირობნება, თანამედროვე, გაწონასწორებული და წესიერი ადამიანი, სუფთა წარსულით. გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება იცოდეთ რომ ჩემთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშნავს.
შარშან ოქტომბერში მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და ხმა მისცა თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ რომ წელს კიდევ ერთხელ ერთ მუშტად შევიკრებით ავირჩევთ გიორგი მარგველაშვილს და ხმას მივცემთ საქართველოს წინსვლასა და სტაბილურობას. გიორგი მარგველაშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ის ყველას პრეზიდენტი იქნება",_ აცხადებს ივანიშვილი.