,,სამარცხვინოა, ,,პატრიოტული" ბანაკების შექმნა და იქ ახალგაზრდების წაყვანა, ახალი ჯიშის გამოსაყვანად", _განაცხადა სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, სადაც კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
,,ჩვენ ყოველთვის გული გვტკიოდა, რომ ჩვენს გვერდით არ იდგნენ ახალგაზრდები. დღეს ამის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ ძალიან დიდი ძალა გვყავს, ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა. როცა კიდევ ამას ჩვენ ნაკლად გვითვლიან და მსმენია გამონათქვამები, რატომ არიან თქვენს გვერდით ამდენი პატარები, ამდენი ახალგაზრდებიო და ამას უზნეობაში გვითვლიან; მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ეს უზნეობა და სამარცხვინო კი არა, საამაყოა ნებისმიერი ერისთვის. სამარცხვინო არის "პატრიოტული" ბანაკების შექმნა. იქ წაყვანა ახალგაზრდების, ახალი ჯიშის გამოსაყვანად და მითითება, რომ ბუჩქებში გაატარონ თავისი დრო. აი, ეს არის სამარცხვინო. ჩვენ გვყავს ღირსეული ახალგაზრდები",- განაცხადა ჭანკვეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები