,,ხაფანგში გვეპატიჟება ის, ვინც ცდილობს მარტო რუსეთის ბაზარზე ჩამოგვკიდოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში მეღვინეების ტრენინგის დასრულების შემდეგ.
,,ჩამოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი მეღვინეობის დარგში საფრანგეთიდან, რომელიც გვასწავლის როგორ გავიდეთ მსოფლიო ბაზრებზე. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული რუსულ ბაზრებზე. რუსეთმა მოლდოვას გაუხსნა ბაზარი და დაუხურა ისევ 2 წელიწადში. ხაფანგში გვეპატიჟება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს და მხოლოდ რუსულ ბაზარზე ორიენტაცია მძიმე შეცდომაა. ახლა ჩამოვიყვანე ფრანგი სპეციალისტი, მერე ჩამომყავს ესპანელი და მერე ამერიკელი სპეციალისტები. სპეციალისტები ჩამოგვყავს ყველა წამყვანი ქვეყნიდან იმისთვის, რომ ჩვენ ღვინოებს და ვენახებს დავუმატოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი საქმე და პრეზიდენტობის შემდეგ ვაპირებ, რომ ეს ვაკეთო ინტენსიურად", - განაცხადა სააკაშვილმა.