,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
დავით ბაქრაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარეპროცესები განიხილეს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხიც განიხილეს და ამასთან, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობების განმტკიცებაზეც შეთანხმდნენ.
,,ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი სენატორ ჯინ შაჰინსაც შეხვდა.