"დღეს ერთობლივად ვხვდებით დიპლომატიურ კორპუსს იმისათვის რომ მათ გავაცნოთ დიცში არსებული ვითარება და ვთხოვოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა,"- ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
„სიტუაცია დიცში შედარებით მშვიდია. დიცთან დაკავშირებით შსს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს განცხადებები, ხოლო, დღეს ერთობლივად ვხვდებით დიპლომატიურ კორპუსს იმისათვის რომ მათ გავაცნოთ არსებული ვითარება და ვთხოვოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მართალია ეს საკითხი პირდაპირ დღის წესრიგში არ დგას აბაშიზე-კარასინის შეხვედრაზე, მაგრამ მასზე საუბარი აუცილებლად იქნება.
„ეს საკითხი პირდაპირ დღის წესრიგში არ დგას კარასინი აბაშიძის შეხვედრაზე, მაგრამ რასაკვირველია აუცილებლად გაჟღერდება ეს თემა, რომელიც ნამდვილად ხელს უშლის აბაშიზე-კარასინის ფორმატს დადებით დინამიკას. დინამიკაში მე ვგულისხმობ იმ მიღწევებს რომლეიც ამ შეხვედრების ფარგლებში მოხდა და რომელმაც პოზიტიური შედეგები მოიტანა", _ განაცხადა ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომაზე.