საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოსა და მის ერთ-ერთ ოკუპირებულ ტერიტორიას, ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარს, ამჟამად კი საოკუპაციო ხაზს - ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს უწოდებს და ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით შემოღობვის პროცესის გაგრძელებას ელოდება.
ადმინისტრაციულ საზღვარს, იგივე საოკუპაციო ხაზს „ეგრეთ წოდებული" მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებთან საუბარში ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის კითხვაზე პასუხის გაცემისას უწოდა.
„2011 წლიდან ხან ისე და ხან ისე ხდებოდა მაცთულხლართებისა და თხრილების მოწყობა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვაზე ამიტომ მე არ ვიქნები ოპტიმისტი და არ ვიფიქრებდი, რომ პროცესი შეჩრედა და არაღასოდეს აღარ განვითარდება",_ განაცხადა ფანჯიკიძემ კითხვაზე -
რუსმა ოკუპანტებმა უკვე წაიღეს ის ნივთები და შეჩერდა მშენებლობა. შეძლებელია ამ რეჟიმში გაგრძელდეს და მათ აღარ გაგრძელონ მშენებლობები თუ ელოდებით სიტუაციის დაძაბვას? - პასუხისას.