აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო ორ სხვადასხვა სამინისტროდ გარდაიქმნება და ცალ-ცალკე უწყებებად იარსებებს.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება უკვე განხილულია აფხაზეთის მთავრობის შესაბამის პოლიტიკურ დონეებზე და მისი განხორციელება 2 თვეში მოხდება, ხოლო მანამდე კი, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს სოხუმის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული უწყების ორ სხვადასხვა სამინისტროდ გარდაქმნის შემდეგ, დიმა ჯაიანი აფხაზეთის კულტურის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო აფხაზეთის განათლების სამინისტროს, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის რანგში დიმა ჯაიანის პირველი მოადგილე, განათლების მიმართულების კურატორი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, აფხაზეთის მთავრობის ახლადდანიშნული თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას გადაწყვეტილებით, განათლების და კულტურის მინისტრის პოსტზე განსახილველად დიმა ჯაიანის კანდიდატურა უკვე წარედგინა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.