თბილისში, სპორტის სასახლეში ხვალ, „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დაესწრებიან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამსიგან საზოგადოება საინტერესო მესიჯებს მიიღებს.
„ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხვალ ჩვენი კოალიცის პრეზიდენტობბის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაციას გავეცნობით. რომელი პროგრამითაც გაიმარჯვებს მარგველაშვილი 27 ოქტომბერს," - აღნიშნავს კობახიძე.
ვიცე-სპიკერის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა საზოგადოების მხარდაჭერაზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სხვა, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე არის აგებული.
მასალის გამოყენების პირობები