სასტუმრო „ბეტსში", პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების დაჯოლდოებაზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს IRI-ის მიერ ჩატარებულ დებატებში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე: მიიღებს თუ არა მონაწილეობას ნინო ბურჯანაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ დებატებში პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ:
„ძალიან უცნაურია, რაზე უნდა ვედებატო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე ნამდვილად არაფერი მაქვს მასთან სადებატო და მიკვირს, რომ მისი მხრიდან ასეთი წინადადება იქნა შემოთავაზებული.
მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დებატები უნდა შედგეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. არაფერი საწინააღმდეგო არ მქონდა და პირიქით, მივესალმებოდი თუ ქალბატონ სალომეს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ცუდი, ქალბატონ სალომეს თავად მიეღო გადაწყვეტილება, რადგან სხვაგვარად არ მოხერხდა მისი პრეზიდენტად კენჭისყრის საკითხი და არ გამხდარიყო ეს ამდენი სპეკულაციების საგანი. რეალურად გასაღები ქალბატონი სალომეს ხელში იყო და ასეთ შემთხვევაში მე აუცილებლად მივიღებდი დებატებში მონაწილეობას. ახლა, ვინაიდან არის წინასაპრეზიდენტო კამპანია, მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებთან დებატებში და იმედი მაქვს, რომ მათ არ შეეშინდებათ და ამაზე უარს არ იტყვიან"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არავის უპირისპირდება და თუ ვინმეს რაიმე აწუხებს, ეს მათი პრობლემაა. მისი თქმით გაცილებით უფრო მეტი საქმე აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ჭორებზე და არასერიოზულ განცხადებებზე აყოლა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს.
„ახლა არის საპრეზიდენტო კამპანია. მე მაქვს ძალიან ნათელი პროგრამა და ხედვა, თუ როგორ უნდა გადავარჩინო ჩვენი ქვეყანა. მე ვხედავ, რომ ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის მე მხარს მიჭერს და დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იქნება მეორე ტური და მე აუცილებლად გავიმარჯვებ. ეს არის ახლა ჩემი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ რაიმე გაუგებარ განცხადებაზე კომენტარები ვაკეთო.
ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს იმავე ბრალდებებს, რომლის გამყარებაში ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან ბევრი ფული გადაიხადა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ როგორმე მოეკერებინათ ჩემთვის პრორუსული პოლიტიკოსის იარლიყი. სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ამ რიგში ჩაეწერა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, მე ვარ ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსი და ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გაკეთდება ყველაფერი ის, რაც შედის საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებში. - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ."
მასალის გამოყენების პირობები