„საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას პარლამენტში აფასებენ.
ზურაბიშვილის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე ერთ ძალას წარმოადგენენ და პრორუსული ორიენტაცია გააჩნიათ, უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილიეხმაურება.
დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეფასება მცდარია და ის იმ პროცესებთანაა დაკავშირებული, რაც ცესკოსა და სასამართლოში მის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ხდება.
„ჩვენ არანაირი პრორუსული ძალა არ ვართ. მარგველაშვილის და ბურჯანაძის ერთ ტაფაში მოწვა ჯანსაღი პოლიტიკური შეფასება არ უნდა იყოს. არც მარგველაშვილს და არც კოალიციას არ დაუმსახურებია ასეთი შეფასება. მარგველაშვილს პრო-დასავლური ორიენტაცია აქვს. ნინო ბურჯანაძის პრორუსული ორიენტაცია ცნობილია, თუმცა ბურჯანაძეს სრული უფლება აქვს, ორიენტაცია ჰქონდეს," -ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები