გრძელდება პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატის ნესტან კირთაძის ოფიციალური ვიზიტი და პოლიტიკური შეხვედრები ვაშინგტონში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით, 17 სექტემბერს ნესტან კირთაძემ შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც საათზე მეტი ხნის მანძილზე უსმენდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკურ გამოსვლას, ანალიზს საქართველოში და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პლიტიკური პროცესების შესახებ, დეტალურ ანალიზს მიმდინარე საარჩევნო პროცესისა და მოსალოდნელი პოლიტიკური პროგნოზების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს ნესტან კირთაძემ უპასუხა პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მრავალრიცხოვან შეკითხვებს.
,, ეს იყო ვაშინგტონში ჩემი პოლიტიკური შეხვედრების ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი შეხვედრა, სადაც საუბარი იყო, როგოც პოლიტიკურ და გეოპლიტიკურ საკითხებზე და საქართველოსა და რეგიონალურ გამოწვევებზე, არამედ დეტალურად ვისაუბრე, საქართველოს და ქართველი ხალხის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე_მასობრივ უმუშევრობაზე და ეკონომიკურ სტაგნაციაზე.
ამერიკელ კოლეგებს მკაფიოდ გავუზიარე, რომ საქართველოს მომავლის, მისი წარმატების ფორმულა გადის არა კოკრეტულ პიროვნებებზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და განითარებაზე და ამის პარარელურად ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებაზე და გაძლიერებაზე.
სწორედ ეს არის გასაღები, რომ საქართველომ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; სწორედ ეს არის გასაღები მშვიდობის, სტაბილურობისა და წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ საქართველოს ქცევისა, რომელიც შეიძენს მედიაციურ ფუნქციას უაღრესად რთულ რეგიონში,, _ აღნიშნა პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატმა ნესტან კირთაძემ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღესვე, ნესტან კირთაძე შევედრას ატლანტიკურ საბჭოში განაგრძობს.