რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი გარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მოსამზადებელი საკითხებისა, საქართველოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული ადმინისტრაციულ საზღვრებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.
„ამას გარდა, საუბარი შეეხო ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობას და უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ სწორედ უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებულად ყველაზე აუცილებელი ყველა მონაწილის კონსტრუქციული მიდგომა. ამის შუალედურ ეტაპად კი შესაძლოა გახდეს ყველა მონაწილის ერთობლივი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.