პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის მოთხოვნით ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დებატები შედგება. დებატების თარიღი კი მომავალ კვირაში გაირკვევა.
„პარლამენტის რეგლამენტი პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს. უმცირესობის ლიდერი დებატებს 20 სექტემბერს ითხოვდა. მე მქონდა ბაქრაძესთან შეხვედრა და შვთანხმდით, რომ დებატები გაიმართება, თუმცა არა 20 სექტემბერს," - ამბობს უსუფაშვილი.
ცნობისთვის, გუშინდელ ბიუროს სხდოამზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, რომ საჭიროა უმცირესობიდა და უმრავლესობის წევრებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პარლამენტში დებატები გამართონ.
მასალის გამოყენების პირობები