საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები პირადად გადასცა.
მიხეილ სააკაშვილი სამსუნის სოფელ ჩათახში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მას შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა პრეტენზიები გამოთქვეს, რომ პრეზიდენტი არ გვიჯერებსო ჩვენ, ჩვენ უარს ვეუბნებითო და ის აძლევს მოქალაქეობასო. მართლაც, არა მხოლოდ ამ მთავრობამ, ჩემი მთავრობის დროსაც ამ კაცს კონტრდაზვერვის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ამ დამიანის თვალებს დავუჯერო თუ კონტრდაზვერვას და წულუკიანს?! ესაა ცოცხალი ადამიანი და ის არის მათი ტყუილები , რასაც ქადაგებენ. რა თქმა უნდა, ასეთ ხალხს უნდა მივცეთ მოქალაქეობა, რა თქმა უნდა, ესენი უფრო მეტი ქართველები არიან ვიდრე ისინი, ვინც იძახიან, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ თურმე, რუსებს უნდა დავუჯდეთ და ჩექმა ვულოკოთ და საერთოდ ეროვნული თავმოყვარეობა არ უნდა გვქონდეს და დავყოთ საქართველო მხარეებად,"- განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ელიზბარ ციმნარძემაც გაკეთა და განმარტა, რომ პირველ ეტაპზე პრეზიდენტს 1 000 ეთნიკურად ქართველის საბუთები გადაეზავნა, რომელთაგანაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე თანხმობა 936-მა ადამაიანმა მიიღო.