საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ სოფელ დიცში ე.წ. საზღვრის გადმოწევის მორიგი ფაქტი ჟენევის მოლაპარაკებების მოორიგ რაუნდზე ძალიან მწვავედ იქნება დასმული.
"ჩვენ ამის შესახებ დეტალურად გვყავს ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა. ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის თანათავმჯდომარეებს. დღეს ისინი იმყოფებიან მოსკოვში და ხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ჩემი ინფორმაციით, ეს საკითხი იქნა შეხვედრაზე განხილული. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ამ საკითხზე ძალიან სერიოზულ მსჯელობას უახლოეს დღეებში და ეს საკითხი იქნება ძალიან მწვავედ დასმული ჟენევის შემდგომ რაუნდზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიმართება,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესი გაახლეს.