პრეზიდენტობის კანდიდატი მერაბ სულიაშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უკვე შეტანილია. პროცესი დღეს, 18 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ მერაბ სულიაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, მიზეზად კი ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა.