პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანლი შსს-ს ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დიცთან პატრულირების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
"შესაძლოა" არა, ბატონებო, უნდა გააძლიეროთ! და მხოლოდ პატრულირება კი არ უნდა გააძლიეროთ, არამედ - რეალურად უნდა დაიცვათ მოსახლეობა! თქვენი მოდუნებულობისა და მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ! არ შეიძლება, მხოლოდ ბრიუსელსა და ჟენევაში ნაზი ხმით წარმოებული მოლაპარაკებების იმედად ყოფნა. ეს პრობლემები ძირითადად იმის გამოძახილია, რომ მოსახლეობა ამდენი ხნის მანძილზე სრულიად დაუცველი დატოვეთ! შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს, რომ პოლიცია და ჯარი ტყუილად არ ყავს ქვეყანას! იქამდე მიხვედით, რომ პოლიციელები ცრუ განგაშის ზარებით არიან დაკავებულნი, მოსახლეობას კი რუსები საკუთარ სახლებში აწიოკებენ! საქმეს მიხედეთ! საქმეს!"- ნათქვამია ანდრო ბარნოვის განცხადებაში.